ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 13 აპრილს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

ხვალინდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.

მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა 8 აპრილს გამართულ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კალოიანი – ხელისუფლების უუნარობის შედეგია, მოქალაქეებს 5 – დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა რომ უწევთ
შემდეგი სტატიააფროამერიკელი დანტე რაიტის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში არეულობები დაიწყო