ვახტანგ გომელაურს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ტრიბუნასთან დადგნენ.

ამის შემდეგ შს მინისტრის გარშემო საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განლაგდნენ.

დარბაზში ამ დროისთვის ხმაურია. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიდუშეთში და თიანეთში ღორის ჭირი მძვინვარებს
შემდეგი სტატიაპარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან აქტივისტებმა ბანერი წარწერით „ლექსოს რომ კლავდნენ, სად იყავით?“ გააკრეს