პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან აქტივისტებმა ბანერი წარწერით „ლექსოს რომ კლავდნენ, სად იყავით?“ გააკრეს

პარლამენტის შენობასთან, ჩიტაძის შესასვლელთან ბანერი წარწერით „ლექსოს რომ კლავდნენ, სად იყავით“ გააკრეს. წარწერა ადგილზე აქტივისტებმა გააკრეს.

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა, მოხსენების დაწყებიდან რამდენიმე წამში შეწყდა.

კერძოდ, როგორც კი შს მინისტრი ტრიბუნასთან დადგა და განცხადების გაკეთება „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახისადმი სამძიმრით დაიწყო, მის ტრიბუნასთან მასთან ოპოზიციონერი დეპუტატები, პლაკატებით მივიდნენ. პლაკატებზე ერთი მხრივ, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული, მეორე მხრივ კი ირაკლი ღარიბაშვილის, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „გადადგეს ღარიბაშვილი“.

გარდა ამისა, ოპოზიციის პერფორმანსის პარალელურად, პლენარული სხდომის აივნიდან მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს, წარწერით: „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს
შემდეგი სტატია“დასაჯეთ მოძალადეები”- პროტესტი პარლამენტში