ვახტანგ გომელაური : გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი არ არის.

რაც შეეხება დაკავებული პირების ბრალდებებს, რომლებსაც გამოძიებასთან კითხვები აქვთ. როგორც შს მინისტრი აცხადებს, გამოძიებაში ჩართული არის, როგორც ბრალდების, ასევე დაზარალებული მხარე და მისი თქმით, თუ რომელიმე მხარეს გამოძიებასთან რაიმე ბრალდება აქვს შეუძლიათ პირდაპირ თქვან.

„გამოძიებაზე მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც არ არის მოსული. ჩართულები ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს ამ მიმართულებით წავედით და ისე, როგორც დაკავებულების ადვოკატები და დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექპერტიზის დასკვნას. მაქსიმალურად გახსნილები ვართ ყველა მიმართულებით, ჩართულები არიან ოჯახის ადვოკატები ორივე მხრიდან, თუ რამე ბრალდება აქვს სხვას შეუძლიათ გვითხრან პირდაპირ“,-აცხადებს ვახტანგ გომელაური.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : იპოდრომზე მწვანე ზონა უნდა განვითარდეს, ადგილის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება დანაშაულია
შემდეგი სტატიაგაჩნდა ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია – ადვოკატი