რომან გოცირიძე : იპოდრომზე მწვანე ზონა უნდა განვითარდეს, ადგილის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება დანაშაულია

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე იპოდრომის ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაზე გასხვისებას, დანაშაულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია მხოლოდ სარეკრეაციო ზონისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“, ასევე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან 60 მილიონად იყიდა.

„ივანიშვილის ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაზე ტერიტორიის გადაყიდვა რა მაქინაციაა, ჩვენ ამას ალბათ მოგვიანებით გავიგებთ. თუმცა, ამ ეტაპზე ერთი რამ ფაქტია, თბილისს, გარდა იპოდრომისა, არანაირი სხვა შანსი არ აქვს მწვანე ზონა განავითაროს.ეს ტერიტორია აუცილებლად უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ და აქ გაშენდეს პარკი. ამ ადგილის ნებისმიერი სხვა სახით დატვირთვა, იქნება ეს მშენებლობა თუ ა.შ. დანაშაულია.“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშირატიანი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე: შესაცვლელია კონკრეტული წესები
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური : გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება