ვახტანგ გომელაური: ძალიან მძიმეა ჩემთვისაც, როდესაც ვუყურებ ტელევიზორში მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, მეც ვყოფილვარ რიგითი სპეცრაზმელი და ძალიან ძნელია ასეთ დროს ნერვების მოთოკვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაური აღნიშნა რომ მისთვის ძალიან რთულია, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებენ. მინისტრის თქმით ასეთ შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„ძალიან მძიმეა ჩემთვისაც, როდესაც ვუყურებ ტელევიზორში მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს. იგივე, რაც მოხდა ცესკოს შენობასთან, ამაზე ღიად არ მითქვამს, მაგრამ უნდა ვთქვა, ჩემი ორი მოადგილე იყო ადგილზე და პირდაპირ ვუთხარით, ბიჭებს, არ აყოლოდნენ. იქ რომ რამე მომხდარიყო, ელემენტარულად აყოლოდნენ ეგ უნდოდათ, რომ ყოფილიყო ჩხუბი, ცემა-ტყეპა, ხელკეტებით ცემა. მე ვუთხარი, რომ ჩათვალეთ მე მაგინებენ, არ გაინძრნენ ბიჭებითქო – ვთხოვდი და სწრაფად სწრაფად ვცვლიდით წინ პოლიციელებს. ადამიანს ნერვები ეშლება, ადამიანები ვართ ყველა.

მეც ვყოფილვარ რიგითი სპეცრაზმელის როლში და იქ რომ შედიხარ, შენ წყვეტ, ძალიან ძნელია ნერვების მოთოკვა და ამის გამო ცესკოსთან წინა რიგებს ვცვლიდით ნამდვილად, ახლა ვიძახი პირველად ღიად, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ გაღიზიანებულიყვნენ, ან ხელი არ დაერტყათ და არ მომხდარიყო დაპირისპირება.

არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, კანონი რის საშუალებასაც გვაძლევს, ხან ვაკავებთ, ხან აჯარიმებს სასამართლო. სასამართლო ხან თვლის რომ დასაჯარიმებელია, ხან არ თვლის, ჩვენ ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა შინაგანად შესაძლოა რაღაცაში არ ვეთანხმებით ხშირად“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: ყველა ხედავთ ტელევიზიებში დღეს რაც ხდება – პოლიციელების საცხოვრებელ მისამართებზე, ოჯახებში მივარდნა, ძალიან სამწუხაროა, დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ
შემდეგი სტატიასამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე გაჟღერებული გზავნილი აფხაზებისადმი – „ვიხსნათ აფხაზეთი საბოლოო დაკარგვისაგან – რუსული ანექსიისაგან!“