ვახტანგ გომელაური: ყველა ხედავთ ტელევიზიებში დღეს რაც ხდება – პოლიციელების საცხოვრებელ მისამართებზე, ოჯახებში მივარდნა, ძალიან სამწუხაროა, დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაური ფრიდონ ინჯიას კითხვას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატმა ქონებრივ დეკლარაციებში პოლიციის და სპეციალური სამსახურის თანამშრომლების საცხოვრებელი მისამართების საჯაროობის შესახებ დაუშვებლობის შესახებ ისაუბრა.

“რაც შეეხება კითხვას დეკლარაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ეს პრობლემა იდგა როგორც ჩემ ძველ სამსახურშიც. ძალიან ხშირი იყო ხელმძღვანელი პირების, არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში მინისტრზე, ვთქვათ უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე. საჯარო უნდა იყოს ჩემი დეკლარაცია და კი ბატონო.

მაგრამ, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ, თუნდაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თუნდაც დაზვერვის ხელმძღვანელი და ა.შ. მეც ვფიქრობ რომ მათი მონაცემები არ უნდა იყოს ღია. ქონებრივი დეკლარაცია იყოს საჯარო, თუმცა მითითებული მისამართები არა, გეთანხმებით – ამაზე სამუშაოა და ძალიან კარგი იქნება თუ მხარს დაგვიჭერთ, თუ მოხდება ამ საკითხის ინიცირება პარლამენტში, ეს მართლა მნიშვნელოვანია.

დღეს რაც ხდება ოჯახებში მივარდნა – ყველა ხედავთ ტელევიზიებში, ძალიან სამწუხაროა. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა – მისვლები, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, მოადგილეებთან, იქ მშობლებთან, მეუღლესთან პატარა ბავშვებთან მივარდნა. ეკითხებიან მათ – აბა თქვენი ქმარი აქ იყო? იქ იყო? ეს დაარბია? ან ეს გააკეთა? – ეს და არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი რაღაცა, არც ჩვენთან არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – 2006 წელს განზრახ მკვლელობის 323 ფაქტი იყო, დღეს არის 86 ფაქტი, ასეთი სხვაობაა და მაინც ამბობენ, კრიმინალმა მოიმატაო
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: ძალიან მძიმეა ჩემთვისაც, როდესაც ვუყურებ ტელევიზორში მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, მეც ვყოფილვარ რიგითი სპეცრაზმელი და ძალიან ძნელია ასეთ დროს ნერვების მოთოკვა