ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი

“განხორციელდა როგორც სტრუქტურული, ასევე, ინფრასტრუქტურული მნიშვნელოვანი
რეფორმები საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით, რომელთა შედეგადაც
საკმაოდ ძლიერი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მივიღეთ”,-
აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე.
დღეს ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებას სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო
გეგმა და სტრატეგიული ხედვები წარუდგინა.
“2012 წლიდან 2020 წლამდე მნიშვნელოვნად განახლდა საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
თანამედროვე სტანდარტების სახანძრო-სამაშველო ობიექტები აშენდა 12 ქალაქში;
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწყლო-საზღვაო დანაყოფს დაემატა
სხვადასხვა მოდიფიკაციის მცურავი საშუალებები;
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა „ივეკო მაგირუსის“ 30
სპეცმანქანით, რომლებიც მორგებულია საქართველოს გზების შესაბამის პირობებს.
მომდევნო წლებში, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფის
მიზნით გაფართოვდება ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების
ჩამონათვალი. შემუშავდება რისკის მართვისა და საგანგებო სიტუაციის მართვის
გეგმები;
გაგრძელდება ინტერაქციული რუკის სრულყოფა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი
გახდება სახანძრო/სამაშველო ჯგუფების გადაადგილების ონლაინ ხედვა და მათი
სტატუსების მონიტორინგი. ინციდენტამდე მისასვლელი ოპტიმალური გზებისა და
გზის დატვირთულობის განსაზღვრა;
2030 წლამდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება
150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს
დაემატება როგორც საავტომობილო, ასევე, სხვა სახის სამაშველო ტექნიკა, მათ
შორის: 400-ზე მეტი სხვადასხვა სპეციფიკის სახანძრო ავტომანქანა, 40-ზე
მეტი კატერი, 2 სახანძრო გემი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: “მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება “112”-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო, იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა”
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, იყოს კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი”