ვახტანგ გომელაური: “მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება “112”-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო, იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა”

“მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საერთაშორისო პრაქტიკის
გათვალისწინებით “112”-ში”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა
სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე. დღეს ვახტანგ გომელაურმა
საზოგადოებას სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული
ხედვები წარუდგინა.
“მაქსიმალური კოორდინაციისა და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების
გაუმჯობესების მიზნით, “112” და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაერთიანდა
და 2020 წლიდან შეიქმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”;
დაინერგა SMS და ვიდეოზარის სერვისი – ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს,
გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და
ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდნენ “112”-ს.
“112”-მა მოქალაქეებს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული
სერვისი შესთავაზა. მობილური აპლიკაციით შესაძლებელია ჩუმი განგაშის – SOS
შეტყობინების გაგზავნა და ოპერატორთან მიმოწერა.
2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის
პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების
მართვის ცენტრი “112”.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება “112”-ის მომსახურების
დონე და შესაბამისად, შემცირდება რეაგირების დრო. აღნიშნულის
განსახორციელებლად იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის
დანერგვა.
ასევე, დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო
ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ
შეატყობინებს.
ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, მოხდება “112”-ში შემოსული
ზარების ხმის ბანკის პროგრამული დამუშავება”, – განაცხადა ვახტანგ
გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მომდევნო 10 წელში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი