ვაკეში მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

nfLf4hRვაკეში გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სროლა იყო თბილისში. არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე გაისროლეს. სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც, თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ.

დაშავებულს ჭრილობა, წინასწარი ინფორმაციით, ქვემო კიდურებში აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაში,,თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა ” – ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატიაპროკურატურა თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს