,,თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა ” – ალეკო ელისაშვილი

elisashvili,,ძლივს დავისვენე ოჯახთან ერთად ზღვაზე 10 დღე და ჩამოსვლისთანავე ყველა მხრიდან მითვლიან რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა რომ მე რაღაც დამმართონ და გამანეიტრალონ. ამას მითვლიან ოცნებიდან, შსს-დან, უშიშროებიდან ნაცნობ-უცნობები, ახლობელ-ნაკლებახლობლები. მირჩევენ ვიარო ფრთხილად …

თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა – თუ ასე გამოაცხადეს GDS-მა და სხვებმა, “ზნაჩიტ” ეგ იყო გეგმა და არ დაიჯეროთ. დანარჩენზე კიდე მეცინება. მ ქალაქში ფეხისწვერებზე სიარულს არ ვაპირებ, დავდიოდი და ვივლი ფეხით, თამამად და გულიანად. თუ უბრალოდ ჩემი შეშინება გინდათ, ამაოდ ირჯებით. თუ გაინტერესებთ რატომ -აბრძანდით ჩემ საგვარეულო სოფელში – ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში, რამოდენიმე ელისაშვილს შეხვდით და მიხვდებით რატომ ვართ ეგეთები. ისე კი მთელი სახელმწიფო და მმართველი პარტია მე რომ მებრძვით და შეშინებას ცდილობთ, თქვენ თავს არ ეკითხებით – რატომ გაკრიტიკებთ?

რატომ დაგიპირისპირდით და რატომ გადავიქეცი დაუნდობელ ოპოზიციონერად? ვისაც სინდისი აქვს იმას ვეკითხები თორე ირაკლი და დანარჩენ კობახიძეებს და კიდე სიაში 11 ნომერი რომაა იმ ქალს არც მივმართავ,,- აცხადებს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიამერიკელებს კლინტონის პნევმონიის არ სჯერათ
შემდეგი სტატიავაკეში მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო