,,ვაგნერს” დიდი ბრიტანეთი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

დიდ ბრიტანეთში აპირებენ ოფიციალურად შეიყვანონ „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ამის შესახებ უკრაინული მედია The Times-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, წყარომ ბრიტანეთის მთავრობიდან დაადასტურა, რომ ორთვიანი სამართლებრივი მზადების შემდეგ დაჯგუფების ტერორისტულ სიაში შეყვანა გარდაუვალია და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.
The Times წერს, რომ ბრიტანეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს „ვაგნერის“ ჯგუფის შეხვედრებზე დასწრებას, მის მხარდაჭერას ან საჯაროდ დაჯგუფების ლოგოს ტარებას, რაც გამოიწვევს ფინანსურ სანქციებსა და სხვა სასჯელებს.

banner
წინა სტატიაშიროგოზინი: რა სალიუტები იყო მოსკოვში, ბახმუტი ავიღეთ
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს