“ვადასტურებ, რომ მონაწილეობას მივიღებ გადაუდებლად, ვიბრძოლებ ყველა კანონიერი მეთოდით”

news
ავტ.: news დეკემბერი 6, 2016 12:56

“ვადასტურებ, რომ მონაწილეობას მივიღებ გადაუდებლად, ვიბრძოლებ ყველა კანონიერი მეთოდით”

ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას აპირებს სოციალურ ქსელში წერს:

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო. ვიცი, არსებობენ მონდომებული ადამიანები, რომლებიც ეცდებიან ხელი შეუშალონ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ჩემს მონაწილეობას. ვადასტურებ, რომ მონაწილეობას მივიღებ გადაუდებლად, ვიბრძოლებ ყველა კანონიერი მეთოდით და ერთ ვიცი ზუსტად, ჩემს გვერდით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დგას. წინ ვინც უნდა ის დამიდგეს”,- წერს ნინო ზაუტაშვილი.

news
ავტ.: news დეკემბერი 6, 2016 12:56