გოგლა ჟვანია: გამოიჩენდა გულგრილობას ექსპერტიზის დროს თუ არ გამოიჩენდა, ამითი არაფერი იცვლება

ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ სპეციალურ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ჟვანიას საქმის ექსპერტი ლევან ჩაჩუა გამართლდა.
ჟვანიას თქმით, საერთო ჯამში ჩაჩუას საქმე ჟვანიას გარდაცვალების საქმეს მიება, თორემ უსუპოვისა და ექსპრემიერის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩენდა ტუ არა გულგრილობას ექსპერტი ,ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩაჩუას დასკვნაში უწერია, რომ თავის ქალა არის სუფთა, ამ დროს ამ დოკუმენტებში აშკარად ჩანს, რომ როგორც მინიმუმ სუფთა არ არის. ანუ სიტყვა სუფთა არ უნდა დაეწერა. რატომ ვერ მოხდა ამ მტკიცებულებების გაზიარება სასამართლოს მიერ მე ვერ გეტყვით. მე ჩაჩუას პროცესს არასდროს არ დავსწრებივარ, ეს არ არის ჩემთვის პრიორიტეტი, იმიტომ რომ ჩაჩუა გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა ამით არ იცვლებოდა ზურას გარდაცვალებისა და უსუპოვის გარდაცვალების გარემოებები. ჩაჩუა ჩაერთო საქმეში მხლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც აღარც ზურა იყო ცოცხალი და აღარც უსუპოვი და ახლა ის გამოიჩენდა გულგრილობას თავის ექსპერტიზის დროს თუ არ გამოიჩენდა ამითი არაფერი არ იცვლება იმ გარემოებებში რამ გამოიწვია ზურას და უსუპოვის გარდაცვალება.“-ამბობს ჟვანია.

banner
წინა სტატიაშიექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გაასაჯაროვა
შემდეგი სტატია“ვადასტურებ, რომ მონაწილეობას მივიღებ გადაუდებლად, ვიბრძოლებ ყველა კანონიერი მეთოდით”