უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კორუფციისგან თავისუფალ სისტემას მიიღებს

admin
: admin იანვარი 2, 2015 11:03

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კორუფციისგან თავისუფალ სისტემას მიიღებს

მნიშვნელოვანი

  • კუბლაშვილის თქმით, იუსტიციის სკოლის ფარგლებში ხდება მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, რაც ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

სხვა სტატიები

kote kublashviliუზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კორუფციისგან თავისუფალ სისტემას მიიღებს, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ათწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კუბლაშვილმა ათი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს ეთანხმება სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებაში. თუმცა, მისი თქმით, გარკვეული ხარვეზებიც რჩება. აღნიშნულ ხარვეზებზე საუბრისას კონსტანტინე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ერთ-ერთი მათგანია. ამასთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ხარვეზები რჩება, დასაბუთებულობის გაუმჯობესების მიმართულებითაც.

“პოლიტიკოსები ხშირად აცხადებენ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. მე ამ შეფასებაში მათ ვეთანხმები, თუმცა არის გარკვეული ხარვეზებიც – 5-10 პროცენტი, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისი თქმით, ათი წლის განმავლობაში კანონში განხორციელდა უამრავი ცვლილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაიქცა ადმინისტრიაციულ ორგანოდ. ასევე ათი წლის განმავლობაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოსამართლე უვადოდ დაინიშნება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც სასამართლო სისტემამ მიაღწია, არის ის, რომ გაიზარდა ბიუჯეტი და სასამართლო გახდა ამ მხრივ დამოუკიდებელი. ასევე გაიზარდა მოსამართლეთა ხელფასები და განხორციელდა მათი სიცოცხლის დაზღვევა.

კუბლაშვილის თქმით, იუსტიციის სკოლის ფარგლებში ხდება მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, რაც ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისი თქმით, შეიქმნა ახალი საპროცესო კოდექსები, რაც ასევე მნიშვნელოვანია და სასამართლო აღიჭურვა ტექნიკური ბაზით, მათ შორის, თითქმის ყველა შენობა საქართველოს მასშტაბით გარემონტდა.

კუბლაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა არსებობს, კერძოდ, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების ელექტრონული წარმოება.
კუბლაშვილმა დღეს მედიის შეკითხვებსაც უპასუხა და პრესკონფერენციის ბოლოს, ჟურნალისტებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.
კონსტანტინე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.

admin
: admin იანვარი 2, 2015 11:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics