უვიზო მიმოსვლის შემდეგ დიალოგი, მათ შორის გერმანულ მხარესთან მუდმივად მიმდინარეობს

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, დიალოგი ქვეყნებთან, მათ შორის გერმანულ მხარესთან მუდმივადაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

„მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა და ჩვენი მოქალაქეები ძალიან აქტიურად იყენებენ ამ მართლა უნიკალურ შესაძლებლობას. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე გადაადგილდება. არის ცალკეული უსიამოვნო, სამწუხარო შემთხვევები. ამიტომ, დიალოგი საერთაშორისო ქვეყნებთან, მათ შორის გერმანულ მხარესთან და არა მხოლოდ, სხვა ქვეყნებთანაც, მუდმივად გვაქვს.

რა არის საჭირო აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე პრევენციული ღონისძიებებისთვის, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გამოიკვეთება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ

საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, დოქტორი კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნთერი სტუმრობენ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი : მოვუწოდებ მოსკოვსა და ცხინვალს, დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი
შემდეგი სტატიაგერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია