იან კელი : მოვუწოდებ მოსკოვსა და ცხინვალს, დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მოსკოვს და ცხინვალს მოუწოდებს, რომ გაათავისუფლონ ორი დაკავებული და დააბრუნონ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, აშშ ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. აუცილებელია ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით დადგეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ვართ ჩართული ამ პროცესში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსკოვსაც და ცხინვალსაც, რომ გაათავისუფლონ ის ორი დაკავებული და დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშინილს სკოტი – ყოველ წუთს ველოდებით, რომ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადაეცემა
შემდეგი სტატიაუვიზო მიმოსვლის შემდეგ დიალოგი, მათ შორის გერმანულ მხარესთან მუდმივად მიმდინარეობს