“ამ უწყებებს ერთმანეთში გაურკვეველი ბღლარძუნი აქვთ,” – ბექა ბასილაია უკრაინულ და ქართულ ძალოვან უწყებებზე საუბრობს

„ვხედავთ, რომ ამ უწყებებს ერთმანეთში გაურკვეველი ბღლარძუნი აქვთ,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ქართული და უკრაინული მხარეების ექსტრადირების საკითხზე დიალოგზე საუბრისას გააკეთა.

მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ გაუგზავნა ქართულმა მხარემ ექსტრადირების შესახებ მიმართვა უკრაინას მაშინ, როდესაც იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დანიაში იმყოფებოდა.

ბასილაიას თქმით, უკრაინასა და საქართველოში ერთმანეთის გამომრიცხავ ოფიციალურ განცხადებებს აკეთებენ, რაც აღრმავებს იმის ეჭვს, რომ ორივე ქვეყანაში სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

„ერთი ერთს იძახის, მეორე მეორეს იძახის, თან ოფიციალურ განცხადებებში აფიქსირებენ სხვადასხვა პოზიციას. ეს კიდევ ერთხელ მკაფიოს ხდის იმ გარემოებას, რომ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე საქმეები საქართველოში და ეს ექსტრადიციის მოთხოვნებიც არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექსტრადირების შესახებ დოკუმენტაციაზე უკრაინამ ოფიციალური შეკითხვა გამოაგზავნა.

banner
წინა სტატიაში,,ანაზღაურებას რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას, ბატონი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს”
შემდეგი სტატიათუ მიხეილ სააკაშვილი გამოცხადდება თავისი ნებით სასამართლოში, ეს იქნება გაცილებით უკეთესი – სოზარ სუბარი