უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინის წესები დღეიდან იცვლება

საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდნენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულონ დადგენილი წესები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი დაემატა
შემდეგი სტატია“დაუპიპინე ბიძინას” – ზუგდიდიდან დაწყებული მსვლელობა დღის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება