“დაუპიპინე ბიძინას” – ზუგდიდიდან დაწყებული მსვლელობა დღის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება

“დაუპიპინე ბიძინას” – “ევროპული საქართველო” თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქციას მართავს. აქციის ფარგლებში ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ავტოკოლონა ზუგდიდიდან თბილისისკენ უკვე დაიძრა.

საავტომობილო კოლონა პარტიის ადგილობრივი შტაბიდან სამანქანო სიგნალების თანხლებით დაიძრა და დღის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან . მათი თქმით, აქციის მიზანია, “ქართული ოცნების” ლიდერს შეახსენონ, რომ მისი მმართველობის პერიოდი დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინის წესები დღეიდან იცვლება
შემდეგი სტატიაNGO-ები: დავიხსნათ სინდისის პატიმრები, დავიცვათ გარეჯი, აღვადგინოთ კეთილმეზობლობა