უსუფაშვილი კონკურენტს გამარჯვებას ულოცავს

“რესპუბლიკური პარტიის” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი კონკურენტს “ქართული ოცნებიდან” გამარჯვებას ულოცავს.

უსუფაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში აღარ იქნება, ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებულებას არ იხსნის.

“წარმატებებს ვუსურვებ საბურთალოს #6 საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს და მათ საბოლოო რჩეულს, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ. მე აღარ ვიქნები პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, მაგრამ კვლავაც ვიქნები თქვენდამი ანგარიშვალდებული. არ ჩათვალოთ, რომ თქვენი ხმა დაიკარგა, პირიქით, თქვენი ხმა შექნმნილ ვითარებაში განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა. დიახ, ჩვენ ცოტანი ვართ”, – წერს უსუფაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

უსუფაშვილის კონკურენტი “ქართული ოცნებიდან” ლევან გოგიჩაიშვილი იყო, რომელსაც 46,41%-ით გაიმარჯვა. უსუფაშვილმა – 11,41% მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი დავით გამსახურდია დაიღუპა
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, რაზეც არჩევნებამდეც ვსაუბრობდით”