“საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, რაზეც არჩევნებამდეც ვსაუბრობდით”

news
ავტ.: news ოქტომბერი 9, 2016 18:20

“საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, რაზეც არჩევნებამდეც ვსაუბრობდით”

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათმა 23-მა მაჟორიტარმა კანდიდატმა არჩევნები პირველ ტურში მოიგო, ხოლო მეორე ტურს ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიგებს.

“საპარლამენტო არჩვენებნში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას, რის საფუძველზეც ჩვენი ხელისუფლება მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მართვას. არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან და სამართლიან გარემოში, რასაც ცხადყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მისიების შესაბამისი ანგარიშები. კიდევ ერთხევ ვუხდით მადლობას ამომრჩეველს გამოხატული ნდობისთვის. ჩვენმა 23-მა მჟორიტარმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა ხმების მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ პირველ ტურში გამარჯვება მოეპოვებინა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს, ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, ქართული ოცნება საკონსტიტურციო უმრავლესობას მოიპოვებს, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით”, – თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ენმ-ს დესტაბილიზაციის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში მეორე ტური ჩატარდება. პირველადი შედეგებით, მეორე ტური ჩატარდება როგორც რეგიონების, ისე თბილისის ოლქების უმრავლესობაში. ძირითად შემთხვევაში, ერთმანეთს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან

news
ავტ.: news ოქტომბერი 9, 2016 18:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics