უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა

უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა.როგორც მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, კოშკის ჩამონგრევის მიზეზი სვანეთში ბოლო დღეებში წვიმიანი ამინდი გახდა.ამასთან, როგორც გამგებელმა აღნიშნა, დანგრეულია კოშკზე მიდგმული სახლი.შემთხვევის შედეგად, კახა ჟორჟოლიანის თქმით, არავინ დაზარალებულა.

მესტიის გამგებლის ინფორმაციით, სვანეთში 150-მდე კოშკი სავალალო მდგომარეობაშია.

უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამის (კოშკი) ჩამოინგრევის საკითხზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი  ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, უშგულში მურყვამის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას ფლობს და ხვალ ადგილზე მდგომარეობას, მისი დავალებით, სპეციალისტები გაეცნობიან.

 

banner
წინა სტატიაშიინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ პირებს შორის შოთა პაკელიანის ყოფნას მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ
შემდეგი სტატიათბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია