უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ადასტურებს, რომ პარტნიორი ქვეყნები საქართველოს საიმედოდ მიიჩნევენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 1, 2019 17:02

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ადასტურებს, რომ პარტნიორი ქვეყნები საქართველოს საიმედოდ მიიჩნევენ

კიდევ ერთმა მეგობარმა ქვეყანამ, ჩეხეთმა საქართველო შეიყვანს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ეს გახლავთ ევროკავშირისა და შენგენის რიგით მე-12 ქვეყანა, რომელმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, უსაფრთხო ქვეყნების კონცეპტი ნიშნავს, რომ ქვეყანას, რომელსაც შეიყვანენ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, მიიჩნევა, რომ ეს ქვეყანა აკმაყოფილებს დემოკრატიის ძირითად სტანდარტებს და ამ ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლება და თავისუფლებები.

„ჩეხეთმა, რიგით მე-12 ქვეყანამ აღიარა საქართველო და შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. გარდა ამისა, ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნები, რომლებსაც არ გააჩნიათ უსაფრთხო ქვეყნების სიის პრაქტიკა, ისინი ხელმძღვანელობენ ანალოგიით ანუ იგივე კონცეპტით, ასეთია ნორვეგია და ფინეთი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს საბერძნეთსა და ლიტვაში მიმდინარეობს აღნიშნულ სიაზე მუშაობა“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა ძალიან მნიშვნლეოვანია და დადასტურებაა, რომ პარტნიორი ქვეყნები საქართველოს საიმედო ქვეყნას მიიჩნევენ, სადაც დაცულია ადამიანის უფლება და თავისუფლებები.

„ბოლო პერიოდში ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო უსაფუძვლო მიმართვიანობა, სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი შეცდომაში იქნა შეყვანილი და ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ, არამართლზომიერად მიეღოთ პოლიტიკური თავშესაფრის უფლება. ქვეყნების უმეტესობა ამას არ ახდენდა, არ ახორციელებდა ან ძალიან მცირე იყო განაცხადების დაკმაყოფილება, ეს ქვეყნები უკვე გვაღიარებდნენ უსაფრთხო ქვეყანად“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 1, 2019 17:02