საპოლიციო დანაყოფები უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვას – საპატრულო პოლიცია “დირსში” შექმნილ ვითარებას ეხმაურება

საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ მიმდინარე მოვლენებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენი სპეცალური განცხადებით ეხმაურება. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ აღნიშნა, ადგილზე უსაფრთხოებას და მართლწესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს.

„როგორც მოგეხსენებათ, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა არ მოხდეს მხარეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან დაპირისპირება. ნებისმიერ პირს აქვს საშუალება მიიღოს საკვებიც და სასმელი წყალიც და რაც საპოლიციო დანაყოფებმაც არაერთხელ მიაწოდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებულები ვართ, იმისთვის, რომ ადგილზე დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ამის გარდა პოლიციას სხვა დავალება არ გააჩნია“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალციხის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ადასტურებს, რომ პარტნიორი ქვეყნები საქართველოს საიმედოდ მიიჩნევენ