“მე უფრო საჭირო ვიქნები ნდობის ჯგუფში” – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ნდობის ჯგუფში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს და პარლამენტს საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.

“მე რატომ უნდა დავუჭირო მხარი, როდესაც მიმაჩნია, რომ გამოცდილებით და ბევრი სხვა ნიშნით მე უფრო საჭირო ვიქნები ამ ნდობის ჯგუფში, ვიდრე ნებისმიერი წარდგენილი. შეიძლება გამოინახოს სხვა ფორმა და ცვლილება შევიდეს რეგლამენტში, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ნდობია ჯგუფში არ არის დამოუკიდებელი დეპუტატი”, -აცხადებს ზურაბიშვილი.

ნდობის ჯგუფში სულ ხუთი წევრი უნდა იყოს. უკვე გარკვეულია, რომ ნდობია ჯგუფის წევრები იქნებიან: ირაკლი სესიაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია და ირაკლი აბესაძე. ერთ კვოტა კი ჯერჯერობით თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა ადგილობრივი ქართული მცირე საწარმოებისთვის Secret Santa 2018-ის ფარგლებში სპეციალური პლათფორმა შექმნა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა