უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 300-მდე წერტილში

„ქალაქი – ბიბლიოთეკა“უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 300-მდეწერტილში თბილისი, 16 მაისი, 2016 ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტისფონდთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ ,,თაიმერს” მერიიდან აცნობეს.
„ქალაქი – ბიბლიოთეკა“ – ასე ეწოდება პროექტს, რომლის მიზანია თბილისის სხვადასხვა ადგილებში უფასო ელექტრონულიბიბლიოთეკების განთავსება და თბილისელებისთვის, ასევე დედაქალაქისსტუმრებისთვის ასობით ელექტრონული წიგნის საჩუქრად გადაცემა. ელექტრონულიბიბლიოთეკების დიზაინი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩევა, რომელიც მერიამდღეს გამოაცხადა და პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს დეტალურიინფორმაცია მიაწოდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციასთბილისის მერი დავით ნარმანია, „საბა“-ს დამფუძნებელი რატი ამაღლობელი დასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიესწრებოდნენ. ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც 2012 წელს თიბისი ბანკისინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 3 ათასამდე ელექტრონულ წიგნს მოიცავს -თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს, უცხოურ და ქართულბესტსელერებს, საბავშვო წიგნებს და ა.შ. მათი შეძენა შესაძლებელია saba.com.ge-ზე,ბეჭდურთან შედარებით დაახლოებით 50%-ით იაფად.„ქალაქი – ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიცნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ, მომენტალურად ჩატვირთოს„საბას“ ელექტრონული წიგნები თავის სმარტფონში, აპლიკაცია Saba Reader-ში დასაჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში, თბილისში არსებულ მწერლების სახელობისქუჩებზე, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, პარკებში, მეტროპოლიტენში,პანთეონებთან დამონტაჟდება ორიგინალური კონსტრუქციები – „საბას“ ელექტრონულიბიბლიოთეკები, რომელზეც, ქუჩის/შენობის მანიშნებელთან ერთად, განთავსდებაელექტრონული წიგნები. მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით კი ნებისმიერიმსურველი შეძლებს წიგნის ჩამოტვირთვას საკუთარ ტელეფონში, Saba Readerაპლიკაციაში, რომელშიც მათ წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებენ.ელექტრონული ბიბლიოთეკები სხვადასხვა ზომის და, რაც მთავარია,ორიგინალური დიზაინის უნდა იყოს. ამ მიზნით თბილისის მერია დღეიდან აცხადებსკონკურსს დიზაინერებისათვის, რომლებმაც უნდა შექმნან ქუჩებსა და პარკებშიდასადგმელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციის დიზაინები. კონკურსი 1 ივნისს დასრულდება და გამოვლინდება საუკეთესო დიზაინერულიკონცეფცია, რომლის მიხედვითაც შეიქმნება თბილისის 300-მდე წერტილშიგანსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკები.„ქალაქი – ბიბლიოთეკა“ დეკემბერში დასრულდება. ეს იქნება თბილისისლიტერატურული გზამკვლევიც, რომელიც დედაქალაქს ერთგვარ „ღია ცის ქვეშბიბლიოთეკად“ აქცევს. „ქალაქი – ბიბლიოთეკის“ პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოებასაქართველო“, რომლის მხარდაჭერით პროექტს ხმოვანი წიგნები შეემატება და,ელექტრონულთან ერთად, თბილისის მაცხოვრებელები და სტუმრები ხმოვანიწიგნებითაც დასაჩუქრდებიან. „ქალაქი – ბიბლიოთეკის“ მედია პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს რაიონის გამგეობამ 112 პროექტის თანადაფინანსება განახორციელა
შემდეგი სტატია,,ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა დავით უსუფაშვილისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე”