,,ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა დავით უსუფაშვილისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე”

ვფიქრობ, ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა დავით უსუფაშვილისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეპუტატმა ”რესპუბლიკელ” მინისტრებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, ასევე მოსაზრება გამოთქვა, თუ რატომ არ ესწრებოდა დავით უსუფაშვილი ”ქართული ოცნების” ყრილობას. გია ვოლსკის განმარტებით, აუცილებელი არ არის რომ სხვა პარტიის წარმომადგენელი დაესწროს ყრილობას. მისივე თქმით, თავადაც არ იმყოფებოდა ”რესპუბლიკური პარტიის” ყრილობაზე. გია ვოლსკის ინფორმაციით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, დავით უსუფაშვილი ბათუმში უნდა წასულიყო.

„დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა, ენერგიული, კარგად ალაგებს პარლამენტის მუშაობას. მეორე საკითხია, საზოგადოების დიდ ნაწილში ცნობილი არ არის პარლამენტი როგორ მუშაობს, რას აკეთებს. ჩვენ ხომ ყველაფერს პიარს ვაბრალებთ, ალბათ იმის ბრალია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა დავით უსუფაშვილისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა თავის პარტიული შეხედულებები აქვს.” საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონთან დაკავშირებით გავცდით ერთმანეთის პოზიციებს, ერთი მუხლი ვერ შევათანხმეთ, მაგრამ სხდომაზე პასუხისმგებლობით მოვიდა თვითონაც და რამდენიმე ”რესპუბლიკელი”, ქვორუმი შეადგინა, იმისათვის, რომ საფრთხე არ შექმნოდა შაბათ დილას სხდომის დაწყებას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მან კიდევ ერთ ”რესპუბლიკელ” პაატა ზაქარეიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაატა ზაქარეიშვილის განცხადება არ მოეწონა, თუმცა დეპუტატმა ზაქრეიშვილის წარსულ საქმიანობაზე ისაუბრა.

„პაატას განცხადება არ მომეწონა, მაგრამ პაატა არის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდობიდან, 90-იანი წლების სავალალო ომის დროს ველზე იდგა და დაჭრილებს, ტყვეებს, თუ დახოცილებს ცვლიდა, აფხაზებთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ძალიან გულადად და ერთგულად ემსახურებოდა ქვეყანას. შეცდომა კი არ არის ის, რაც მან განაცხადა, სახელმწიფო მინისტრს არ უნდა გაეკეთებინა“ , – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რამდენიმე დღის წინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად საკითხზე მმართველი პარტიის დუმილი აკვირვებს. აღნიშნულ კომენტარს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება არაობიექტურია და თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრება გააჩნია, შეუძლია მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშიუფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 300-მდე წერტილში
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:”не умеешь срать – не мучай жопу!”