უფასო აქცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღებისთვის

მოქალაქეებს რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაუქმებული აქვთ ან მოქმედების ვადა 31 მარტს ეწურება, ახალ მოწმობას უფასოდ მიიღებენ. ამ აქციით ისარგებლებენ ის პირებიც, რომელთა რეგისტრაციის მისამართი არ არსებობს ან არ არის ზუსტი.

ასევე მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე, რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები და მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები.

აქცია შეეხება ამ კატეგორიის სრულწლოვან მოქალაქეებსა და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე 18 წელი უსრულდებათ.

აქცია 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძის სარჩელზე შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციოში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტიელბას გაასაჩივრებენ