დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციოში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტიელბას გაასაჩივრებენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სააპელაციოში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტიელბას გაასაჩივრებენ. პირველმა ინსტანციამ დაცვის მხარის შუამდგომლობა, სინოდის 16 წევრის დაკითხვის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების მტკიცებით, ეს სასულიერო პირები ნახსენები არიან ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში. ადვოკატებს აინტერესებთ რამდენად რეალურია ჩვენებებში მოყვანილი ინფორმაცია, სინოდის წევრებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ.

“მე არ გამოვრიცხავ, რომ სააპელაციო სასამართლომაც იგივე პოზიცია დაიჭიროს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენდა და ყველასთვის სამწუხაროდ, მართლმსაჯულება არჩევითი წესით არსებობს, იმიტომ, რომ პროკურატურის არცერთ შუამდგომლობაზე უარი არ უთქვამს სასამართლოს. მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდის წევრებს პირველ რიგში უნდა აინტერესებდეთ, რომ იმ კითხვებზე გასცენ პასუხი, რა აინტერესებს საზოგადოებას,“ – აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიუფასო აქცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღებისთვის
შემდეგი სტატია“არის მცდელობა, ეს ვეტო იქნას წარმოჩენილი, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება” – გიორგი მარგველაშვილი