უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

jhgfთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის მობილიზება ხდება.
უნივერსიტეტის ლექტორებმა საპატრულო პოლიცის თანამშრომლებს უნივერსიტეტის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა სტუდენტები შენობიდან არ გადიან.
როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, ისინი უნივერსიტეტში დაცვის სამსახურმა გამოიძახა და ადგილის დატოვებას ჯერჯერობით არ გეგმავენ. აქცია კვლავ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის პოსტზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი კონფლიქტის ზონაში პატიმრების გათავისუფლების ფაქტს მიესალმება
შემდეგი სტატიასტიქია დუბაიში-არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ქარიშხალმა გადაუარა