ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი კონფლიქტის ზონაში პატიმრების გათავისუფლების ფაქტს მიესალმება

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი კონფლიქტის ზონაში პატიმრების გათავისუფლების ფაქტს მიესალმება.

როგორც ელჩის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის მიერ დღეს გადადგმული ნაბიჯი აჩვენებს მხარეების სურვილს, არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად მეტი იმუშაონ.

„პატიმრების/დაკავებულების გათავისუფლება მხარეების სურვილს აჩვენებს – მეტი იმუშაონ 1990 და 2000 წლების კონფლიქტების შემდეგ არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთი ტიპის მოქმედებებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ამ კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობა განაგრძონ და სხვა ამგვარი საკითხებისკენ მიმართონ ყურადღება”, – აცხადებს ალექსაბდრა ჰოლ ჰოლი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებებმა, პატიმართა გათავისუფლების შესახებ პრინციპით – „ყველა ყველაზე“ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების თანახმად, სულ 18 პატიმარი გათავისუფლდა, მათ შორის, ოთხი გაათავისუფლა ქართულმა მხარემ, ათი – სოხუმის და ოთხი ცხინვალის ხელისუფლებამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ასათიანი დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ ილია კიკაბიძის გადაწყვეტილებას იწონებს
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს