უნგრეთი 2020 წლიდან რუსულ გაზს მიიღებს 

ბუდაპეშტი და მოსკოვი  2020 წლისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ, ახალი შეთანხმება ძალაში  მას შემდე შევა, რაც მიმდინარე კონტრაქტს 2019 წელს ვადა ამოწურება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პრეს-კონფერენციაზე რუსეთის დედაქალაქში ვლადიმირ პუტინთან ერთად შეხვედრა შეაფასა.  პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უნგრეთს 60% გაზით ამარაგებს. ამასთანავე, არ გამორიცხა, რომ “თურქული ნაკადის” დასრულების შემდეგ, რომელიც შავი ზღვის სიღრმეში გაყავთ, ხმელეთზე გასვლისას, გაზსადენმა, შესაძლებელია უნგრეთზე გაიაროს.

ორბანის თქმით,  რუსეთი ბუდაპეშტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

2018 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვამ 3,86 მილიარდი დოლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა Ил-20-ის ჩამოგდებაში ასადის რეჟიმს დააკისრა პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი-აღარ ვარ პატარა ბავშვი,ყველამ იცის ჩემი წარსული