სალომე ზურაბიშვილი-აღარ ვარ პატარა ბავშვი,ყველამ იცის ჩემი წარსული

იქნება თუ არა გაპრეზიდენტების შემთხვევაში ანგარიშვალდებული მმართველ გუნდთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს, ამის შესახებ დამოუკიდებელმა კანდიდატმა განმარტება გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.

„ამაზე არ ყოფილა რამიე სახის კონსულტაცია, ვაჭრობის და გარიგების რაიმე ფორმა. მე მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის და ამას არაორდინალურ ნაბიჯად ვთვლი, როცა პარტია თმობს თავის კანდიდატს. აღარ ვარ პატარა ბავშვი, ყველამ იცის ჩემი წარსული”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველი ინფორმირებულია,რომ ის საკუტარ პრინციპებს არ თმობს

,,არა მგონია, ჩემი სურათი აღქმული იყოს ამომრჩევლებში ისე, რომ ვთმობ პრინციპებს, თუმცა ქვეყანას არ სჭირდება ახალი კონფრონტაცია. როცა იქნება საჭირო, იქნება თანამშრომლობა არამარტო მმართველ გუნდთან, არამედ იმ ოპოზიციასთანაც, რომელიც დღეს სასტიკი სიტყვებით მომიხსენიებს”

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი 2020 წლიდან რუსულ გაზს მიიღებს 
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ეკლესიაზე: ერევიან იმაში, რაც არაა მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ