UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა – მას ლექსო ლაშქარავაც დაემატა

​UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა. სიას დაემატა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. UNESCO-ს მონაცემების თანახმად, ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს გარდაიცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიგენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია
შემდეგი სტატიაგიგლა ბარამიძე: დიდი ალბათობით ყაზახეთში მივიღებთ ახალ რუსულ სამხედრო ბაზას