“უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა”-ბიძინა ივანიშვილი “ქართუ” ბანკზე საუბრობს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მზად არის ბანკი “ქართუ” ნომინალურ ფასად გაასხვისოს . მისივე თქმით, “ქართუს” გაყიდვას 3 წელიწადია ცდილობს,თუმცა ერთადერთი პირობით-ბანკი არ უნდა დაიხუროს.

Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული “ქართუ ბანკის” შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ბანკს შექმნის დღიდან სხვა დატვირთვა ჰქონდა. ივანიშვილის განმარტებით, ბანკის დაარსების მიზანი მოგების მიღება არ ყოფილა და გათვლილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებულ სუსტ საბანკო სისტემას ხელი შეწყობოდა და მისთვის დახმარება გაეწია.

“ქართუს” გაყიდვასაც 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქოს იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი “ქართუს” გაყიდვაზე მოგებით და მზად ვარ ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში. “ლიბერთი” ბანკმა გამოთქვა შეთავაზებული პირობით “ქართუს” ყიდვის ინტერესი, რაც მისასალმებელია. ეს კარგი იქნება საბანკო სისტემისთვის, რადგან მესამე, მძლავრი ბანკი ქვეყანას სჭირდება,” – ამბობს Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაში“3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში”-ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტზე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნა შესულია