უმოქმედოდ ვერ ვიქნებით მაშინ, როცა რუსული არტილერია მიწასთან ასწორებს უკრაინულ ქალაქებს – ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უმოქმედოდ ვერ იქნება მაშინ, როცა რუსული არტილერია უდანაშაულო ხალხს ხოცავს და რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.

„უმოქმედოდ ვერ ვიქნებით მაშინ, როცა რუსული არტილერია მიწასთან ასწორებს უკრაინულ ქალაქებს და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. გაერთიანებული სამეფო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს გადასცემს, რათა მათ ეფექტურად მოიგერიონ რუსეთის თავდასხმა,“ – წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან – დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა