ხმაური და დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან – დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი – სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ნაკლები შეთავაზება სახიფათო იქნება, რადგან ეს საქართველოს ძალიან დიდი ხნით წაართმევს შანსს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბროს.

სამადაშვილის თქმით, საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და არა რაიმე სხვა.

„ვფიქრობ, კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ნაკლები შეთავაზება იქნება ძალიან სახიფათო, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ამ ინიციატივების რეალიზება სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით, ათწლეულებით ჩვენს ქვეყანას წაართმევს შანსს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბროს. ამიტომ, ჩემი პოზიცია იგივეა, რაც აქვს დაფიქსირებული როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, რომ გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და არა რაიმე სხვა“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირში კანდიდატობასთან დაკავშირებით საბოლოო პოლიტიკური პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

„აშკარაა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ გვჭირდება ძალიან მყარად ჩვენი ქვეყნის დაფიქსირება დასავლურ სივრცეში, მაგალითად რომ მოვიყვანოთ ევროკავშირის დამაარსებელი შესაბამისი ხელშეკრულების ის ჩანაწერები, რაც ეხება სოლიდარობას ქვეყნებს შორის, საერთო უსაფრთხოების სისტემას. საქართველოსთვის ამაში მოხვედრა მნიშვნელოვანია და ეს შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პირობებში.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთო აზრი არ არის ჩამოყალიბებული. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებებით არ გაამარტივა ის, რომ შეგვძლებოდა, სამივე ქვეყანას ერთიანი ფრონტით ჩვენი ინტერესები დაგვეცვა. უკრაინასთან უზარმაზარი დისონანსი შექმნა, გადადგა ყველა ნაბიჯი, რაც აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ საქართველო დღეს მზად არ არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ძალიან რთული პოლიტიკური გარემოა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს რთული გარემო ქვეყნისთვის უფრო დაამძიმა“, – განუცხადა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ნაკლები შეთავაზება ძალიან სახიფათო იქნება, გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და არა რაიმე სხვა –
შემდეგი სტატიაუმოქმედოდ ვერ ვიქნებით მაშინ, როცა რუსული არტილერია მიწასთან ასწორებს უკრაინულ ქალაქებს – ჯონსონი