უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველი სამეცნიერო წრეები საერთაშორისო ფუნდამენტალურ კვლევებში აქტიურად ერთვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრა გახსნა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ნებისმიერი ქვეყნის განვითარება შეუძლებელია და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველი სამეციერო წრეები საერთაშორისო ფუნდამენტალურ კვლევებში აქტიურად ერთვებიან.

მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის COMET ექსპერიმენტში მონაწილეობას და გამოთქვამს იმედს, რომ ეს იქნება მრავალი მსგავსი სამეცნიერო პროექტისა და თანამშრომლობის დასაწყისი.

იაპონიის გარეთ, COMET საერთაშორისო კოლაბორაცია წელიწადში ერთხელ ე.წ. გასვლით სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად ატარებს. წლევანდელ სამუშაო შეხვედრას, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1-5 ოქტომბერს მასპინძლობს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ორი თვით გადადო
შემდეგი სტატია“კრიზისი მთავრობას კი არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს” – მაია ცქიტიშვილი