“კრიზისი მთავრობას კი არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს” – მაია ცქიტიშვილი

„ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არის იმასთან დაკავშირებით, რომ არის მონტაჟი. სხვადასხვა ჩანაწერის მონტაჟია,“- ასე გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის მინისტრი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ საქმიანობას უკავშირდება.

მაია ცქიტიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „აპოკალიფსის“ დახატვა ხდება. ვიცე-პრემიერი განვითარებულ პროცესებს სპექტაკლს უწოდებს.

„ადამიანები ლაპარაკობენ რაღაც ვერსიებზე და შესაბამისად, გაუგებარია აქ პრობლემა ჩვენ არა და კრიზისი ამ შემთხვევაში, მთავრობას კი არა, ვისმენ სხვადასხვა კომენტარს სამთავრობო კრიზისზე. კრიზისი მთავრობას კი არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რადგან საარჩევნო პროცესშია და როგორც ჩანს, ვერც კანდიდატი კრებს საკმარის ხმებს და შესაბამისად, საჭიროა ისევ იმ ხელწერით, ისევ იმ აპოკალიფსისი განცდის შექმნა, რათა მოხდეს ამ საარჩევნო პროცესში ჩართულობა. მეორე მხრივ, „ომეგას“ სამწუხაროდ, აქვს, როგორც ჩანს, კრიზისი, რადგანაც ვერ ახერხებს მე-12-ჯერ გადავადებული საგადასახადო დავალიანების გასტუმრებას. შესაბამისად, ეს არის სპექტაკლი, ინსცენირებული ამ სტრუქტურების მხრიდან,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, რომელშიც ყიფიანი და ასანიძე საუბრობენ. ის „კურიერმა“ მოიპოვა. აღნიშნულ ჩანაწერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გვარი გამოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიუმნიშვნელოვანესია, რომ ქართველი სამეცნიერო წრეები საერთაშორისო ფუნდამენტალურ კვლევებში აქტიურად ერთვებიან
შემდეგი სტატიამთლიანად ვუერთდები მამუკა ჩიქოვანის პათოსს და ვეთანხმები, მისი განცხადება იყო დროული და ზუსტი