“უმცირესობების ხმა ვარ აქ” – ტარიელ ნაკაიძის მიმართვა

“მე დღეს საქართველოს უმცირესობების ხმა ვარ აქ”- ასე დაიწყო თავის გამოსვლა პარლამენტში, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ.

ნაკაიძემ პრემიერს უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა:

“მე დღეს საქართველოს უმცირესობების ხმა ვარ აქ. მე ქართველი მუსლიმი ვარ, მინდა კარგად იცოდეთ, ბატონო პრემიერო, რომ მე ქართველი მუსლიმი ვარ. ჩვენ ღირსეულად და თავისუფლად ჩავივლით რუსთაველზე, ჩვენ ავაშენებთ მეჩეთებს, ჩვენ ავაშენებთ ეკლესიებს, ჩვენ ავაშენებთ სინაგოგებს, ჩვენ ავაშენებთ, თავისუფალ, დამოუკიდებელ მრავალფეროვან საქართველოს, რადგან ჩვენთვის ეს უმთავრესი სულიერების ტაძარია.

მაგრამ თქვენ არ მოგცემთ უფლებას ჩვენ კითხვებს გვერდი აუაროთ, მოგიწევთ პასუხი გასცეთ ჩვენს კითხვებს. არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მოხაზოთ და მონიშნოთ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომ საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში განიხილოთ”,- თქვა ტარიელ ნაკაიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორძაია: პრემიერ მინისტრის ანგარიშში არ იყო ასახული ის მწვავე საკითხები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები გომელაურს მიმართავენ დაიცვან Tbilisi Pride-ის მომიტინგეები