ევროპარლამენტარები გომელაურს მიმართავენ დაიცვან Tbilisi Pride-ის მომიტინგეები

ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღირსების მარშზე მომიტინგეების ეფექტური დაცვისკენ მოუწოდებენ.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაიცვან Tbilisi Pride-ის მომიტინგეები და უზრუნველყონ მათი გამოხატვის თავისუფლება

ევროპარლამენტარები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ის ეწინააღმდეგება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს.

ერთობლივ განცხადებას ხელს 28 ევროპარლამენტარი აწერს.

“სწორედ ამ დახმარების სულისკვეთებით მოგმართავთ თქვენ, მინისტრს, იმისათვის, რომ ვთხოვოთ არა მხოლოდ პრაიდის ჩატარების უზრუნველყოფა, რომელიც შეესაბამება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას, არამედ მიიღეთ ყველა ზომა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლების ეფექტიანი სარგებლობა”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“უმცირესობების ხმა ვარ აქ” – ტარიელ ნაკაიძის მიმართვა
შემდეგი სტატიავახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს წიაღისეულის, ციხე-სიმაგრეების და სხვა ქონების პრივატიზაცია