უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. შესაბამის ინიციატივას 283-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ამის შესახებ ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „გოლოსის“ წევრი იაროსლავ ჟელეზნიაკი ტელეგრამ-არხში წერს.

უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებული კანონპროექტი მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის საკითხებს არეგულირებს. ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში ზოგადი სამხედრო მომზადების შემოღებას ითვალისწინებს. 2025 წელს ის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაინერგება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დეპუტატებმა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტიდან სამხედროების დემობილიზაციისა და როტაციის დებულებები ამოიღეს. უკრაინული მედიის ცნობით, დოკუმენტიდან დემობილიზაციის საკითხის ამოღება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირკის ინიციატივით მოხდა.

შესაბამისი პუნქტი ითვალისწინებდა სამხედრო სამსახურიდან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც საომარი მდგომარეობის განმავლობაში 36 თვე იმსახურეს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების უზურპატორების ადგილი ევროკავშირში არაა – გვარამია
შემდეგი სტატიამდინარაძე – როგორც იქნა, ენჯეოსექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაბედა, შემოვიდა დისკუსიაში და თქვა, მეორე მუხლია რუსულიო, ჩვენს ინიციატივაში ყველაზე არარუსული მუხლი დაასახელეს