ულტიმატუმი გადაჭარბებულია – მდინარაძე წულუკიანის საკითხზე

გადაჭარბებული შეფასებაა თუ ვიტყვით, რომ რაღაც ულტიმატუმი წაუყენა თეა წულუკიანმა გუნდს – ამბობს მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, წულუკიანის საკითხი პარტიაში არ განხილულ.

„ძალიან გადაჭარბებული შეფასებაა თუ ვიტყვით, რომ რაღაც ულტიმატუმი წაუყენა გუნდს იმ პირობებში, როდესაც პარტიაში და პარლამენტში ამაზე საუბარი არ მიდის. პარტია “ქართული ოცნება” ამ თემებთან დაკავშირებით საქმის კურსში დეტალურად არ არის. მთავრობის შიგნით დალაგდებიან ამ საკითხზე და ამის შემდეგ გახდება ცნობილი. შემიძლია დაგიდასტუროთ, შემთხვევით არც ის გვითქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში თეა წულუკიანის საკითხზე მსჯელობა საერთოდ არ მიდის”,- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გამოყოფას მინისტრის შესაძლო წასვლა, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერავერს იტყვის.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : ამ ხელისუფლებას რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, მთელ ოპოზიციას დაიჭერდა
შემდეგი სტატიაჩემი პოლიტიკური ადგილი არის და იქნება „ქართულ ოცნებასთან“, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ისევ ვიქნები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი