გრიგოლ ვაშაძე : ამ ხელისუფლებას რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, მთელ ოპოზიციას დაიჭერდა

ამ ხელისუფლებას რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, მთელ ოპოზიციას დაიჭერდა, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესს ესწრება.

ვაშაძის თქმით, წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს დაცვის მხარემ კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით თავდებობის ხელმოწერები გადასცა. ვაშაძის თქმით, მოსამართლემ მოითხოვა, ფიზიკურად ენახა ადამიანები, ვინც კირკიტაძეს თავდებში უდგება.

​„მოსამართლემ მოითხოვა, ფიზიკურად ენახა ეს ადამიანები და მათ მიერ აღებულ პასუხისმგებლობაზე განმარტება მიეცათ. ახლა აქ არის ყველა ის დეპუტატი და საინტერესოა, დღეს რაღა არგუმენტს დაასახელებს სასამართლო დავით კირკიტაძის პატიმრობაში დასატოვებლად“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი იმართება. პარტიაში აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძეს თავდებში 27 დეპუტატი უდგება.

banner
წინა სტატიაშიყველას მოვუწოდებ, „თიბისი ბანკის“ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავიტანოთ – კობახიძე
შემდეგი სტატიაულტიმატუმი გადაჭარბებულია – მდინარაძე წულუკიანის საკითხზე