უკვე მე-4 დღეა სიცხე აქვს, ამწუთას ტემპერატურა აქვს 37.7 – ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილს უკვე მე-4 დღეა სიცხე აქვს.

გარდა ამისა, ხერხეულიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი გუშინდელი აქციით აღფრთოვანებულია.

„უკვე მე-4 დღეა სიცხე აქვს. ახლა იყო კატეს შემოწმებაზე. ამწუთას ტემპერატურა აქვს 37.7, მაგრამ მთავარი მისთვის იყო გუშინდელი დღე. აღფრთოვანებულია გუშინდელი დღით. ამბობს, რომ ქართველი ერი ასეთი ჯანსაღი არასდროს არ ახსოვს, ასეთი ერთიანი, ერთსულოვანი, ძალიან მნიშვნელოვან მიზანთან ძალიან ახლოს და ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შანსი, ეს ერთსულოვნება ქარს არ გავატანოთ და შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი ტრიბუნის ფორმატში პარლამენტს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა მიმართეს
შემდეგი სტატიააშშ-ის გარეშე ევროპას არ შეუძლია თავის დაცვა – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი