აშშ-ის გარეშე ევროპას არ შეუძლია თავის დაცვა – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპა შეერთებული შტატების ჩართულობის გარეშე თავის დაცვას ვერ შეძლებს და ამას მოწმობს უსაფრთხოების არსებული კრიზისი.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
„ამჟამინდელი კრიზისი ნათლად აჩვენებს, რომ შეერთებული შტატების გარეშე ევროპას არ ძალუძს თავის დაცვა“, – თქვა მან.
ამავდროულად, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებმა კვლავ უნდა აიღონ კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოგიერთი ფუნქცია.
რაუმ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი შეერთებული შტატების მონაწილეობას ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „ევროპაში მშვიდობის მთავარ პირობად“ მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშიუკვე მე-4 დღეა სიცხე აქვს, ამწუთას ტემპერატურა აქვს 37.7 – ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაცვლილებების მოტივები ქართული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს – ვენეციის კომისია