უკრაინული საიტი ირწმუნება, რომ არსენ ავაკოვი ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება

უკრაინული საიტი “Elise Journal”-ი ირწმუნება, რომ კიევში ახალი მაიდანი გარდაუვალია და “უკრაინელ პატრიოტებს” უკან დახევის გეგმა წინასწარ აქვთ შემუშავებული.

საქმე ეხება მათ მიერ უცხოეთში შეძენილ უძრავ ქონებას და სხვადასხვა ქვეყნის პასპორტს.

ასე მაგალითად, საიტი აქვეყნებს პანამის რესპუბლიკის პასპორტს, რომელიც გაცემულია შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის სახელზე. საიტი აღნიშნავს, რომ ავაკოვს უეცრად აღმოაჩნდა არა მარტო პანამის პასპორტი, არამედ 675 კვ. მეტრის ფეშენებელური ვილა ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე. ავაკოვის ვილა 5 საძინებელ ოთახს ითვლის. სახლის ტერიტორიაზე მოწყობილია 12 ავტომანქანაზე გათვალისწინებული გარაჟი.

ავაკოვის ვილა სანაპირო ზოლზე მდებარეობს და მას საკუთარი პლაჟი გააჩნია.

ტერიტორიის საერთო ფართია 6194 კვ. მეტრი, ხოლო საორიენტაციო ფასი – €12 000 000.

“Elise Journal”-ი ირწმუნება, რომ პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ავაკოვი სწორედ მალიორკაში გაიქცევა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 30წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთში მილიარდერი პრინცი ალ-ვალიდ იბნ თალალი დააკავეს