საუდის არაბეთში მილიარდერი პრინცი ალ-ვალიდ იბნ თალალი დააკავეს

საინვესტიციო კომპანია ” Kingdom Holding”-ის მფლობელი, საუდის არაბეთის მეფის ძმისშვილი, მილიარდერი ალ-ვალიდ იბნ თალალი აღმოჩნდა სამეფო ოჯახის იმ დაკავებულ წევრთა შორის, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციულ საქმიანობაში. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “Reuters”, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა მაღალი სახელისუფლო ეშელონების წყაროს. სულ დაკავებულია სამეფო ოჯახის 11 წევრი, მათ შორის 4 მოქმედი მინისტრი. 2015 წელს ალ-ვალიდ იბნ თალალი საქართველოში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით. იგი შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს და საქართველოს საპატიო მოქალაქეც გახდა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება და მედალიონი საქართველოს პრემიერმა პირადად გადასცა პრინცს.
პრინცი ალ-ვალიდ იბნ თალალი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მას აქვს მსხვილი ინვესტიციები “Twitter”-სა და “Apple”-ში, ასევე ფლობს წილებს “რუპერტ მერდოკის” მედია კორპორაციაში, “სითიგრუპ ბანკში”, “Four Season”-ის სასტუმროების ქსელში და სხვა.
” Bloomberg”-ის მილიარდერების ინდექსით, $19 მილიარდის მფლობელი თალალი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 50-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, ორიოდე კვირის წინ, საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრის ხელმძღვანელობით კორუფციის ბრალდებით, პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები მასობრივად დააკავეს. ახალ ანტიკორუფციულ ორგანოს ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული საიტი ირწმუნება, რომ არსენ ავაკოვი ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება
შემდეგი სტატიარესტორნის “გადაგდების” მცდელობა და სამი დაკავებული