უკრაინული მედიაჯგუფები საერთაშორისო სატელევიზიო პროვაიდერებს რუსული ახალი ამბების არხების გამორთვის შესახებ თხოვნით მიმართავენ

კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით წამყვანი უკრაინული მედიაჯგუფები – 1+1 media, StarLight Media, Media Group Ukraine, Inter Media Group საერთაშორისო სატელევიზიო პროვაიდერებს რუსული საინფორმაციო არხების მაუწყებლობის გამორთვის შესახებ თხოვნით მიმართავენ.

კერძოდ, ითხოვენ, დაიბლოკოს, გამოირთოს ეს არხები ევროპულ თანამგზავრებზე, საკაბელო ქსელებში, OTT (Over-the-top) პლატფორმებსა და სხვა წყაროებზე.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მთელ მსოფლიოში ჰქონდეთ წვდომა სანდო და ჭეშმარიტ ინფორმაციაზე, რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და აქ მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ჩვენ გვესმის, რამდენად ძლიერი რუსული პროპაგანდისტული მანქანა და რა ძალისხმევა უნდა მიმართოს აგრესორმა, რათა გაავრცელოს ყალბი ამბები ხალხის ცინიკურად მოსატყუებლად. ჩვენ ამას აბსოლუტურად ვეწინააღმდეგებით.

26 თებერვლის მდგომარეობით, ყველა ზემოხსენებული უკრაინული მედიაჯგუფის არხები მაუწყებლობს ერთი საინფორმაციო გამოშვების ფორმატში, სახელწოდებით United News. მედიაჯგუფები აპირებენ, მორიგეობით უზრუნველყონ უწყვეტი ინფორმაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, უკრაინის პრეზიდენტის ოფისი და სხვა სამთავრობო სტრუქტურები, რომლებზეც მოვლენების განვითარებაა დამოკიდებული, შეუერთდებიან მაუწყებლობას. ჩვენ ობიექტურად და ოპერატიულად ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 24/7-ზე. ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ საერთაშორისო სატელევიზიო პროვაიდერებს ჩვენი სიგნალი, მოვლენების ჭეშმარიტი ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად.

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები შემდეგია: სატელიტური Astra 4A 4.8°E-ზე, ტრანსპონდერი 12 130 (B22), პოლარიზაცია ვერტიკალური, სიხშირე 27500, FEC ¾“, – აღნიშნულია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივა
შემდეგი სტატიარუსეთი დონეცკში ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებს – უკრაინის უშიშროების სამსახური